Saturday, December 19, 2009

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი












1. პროექტის სახელი„ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი “


2. პროექტის მოკლე აღწერა; მწერალ–აკადემიკოსის კ.გამსახურდიას სახლ–მუზეუმის რესტავრაცია



3. პროექტის სრული აღწერა:

ქ აბაშის სოფელ ძველი-აბაშაში გაიზარდა საზოგადო მოღვაწე მწერალ–აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია. იგი ეროვნული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული და ძალიან უყვარდა ჩვენი ქვეყანა.დიდია მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.არაერთი ლექსი და თხზულება მიაძღვნა მან საქართველოს.იგი ძალიან მორწმუნე იყო.კონსტანტინე გამსახურდიას გვარის სალოცავი სეფიეთის მთავარანგელოზის ტაძარი იყო.გამსახურდიას დიდი სითბოთი აქვს მოხსენიებული ეს ტაძარი.ამჟამად,დამსახურებული საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი საჭიროებს რესტავრაციას. სახელმწიფომ სახლ-მუზეუმის სახელზე გადმორიცხა 15 000 ლარი.აქედან 6 000 ათასი ლარი მუზეუმის გადახურვას დასჭირდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო საქმეებში მონაწილეობდნენ IX X XI XII კლასის მოსწავლეები.მათ კარგად ესმოდათ თუ რა დიდი ადამიანის სახლ-მუზეუმს უვლიდნენ და ალამაზებდნენ.თანხიდან 5 ათასი ლარი ეზოს შემოკავებას დასჭირდა, რომელიც ქვიტკირისგან აიგო.მოსწავლეები დეკორატორთან ერთად რგავდნენ ყვავილებს, ალამაზებდნენ ხეებს.4 000 ლარი დასჭირდა ეზოში პატარა სკვერის გაკეთებას და მასში კ.გამსახურდიას სახელობის წყაროს გაკეთებას.სადაც ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ დასვენების საშუალება.ამ პროექტში ძირითადად მონაწილეობას იღებდნენ № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.. ბოლოს ბავშვებმა კ.გამსახურდიას საგვარეულო სალოცავში გადაიხადეს პარაკლისი და აკურთხებინეს მოძღვარს სახლ-მუზეუმი.
4. მონაწილეთა ასაკი.IX, X, XI, XII კლასი
5. ვადები ხანგრძლივობა. 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები.ფოტო და ვიდეო მასალები
7. მოსალოდნელი შედეგები
8. სარგებელი სხვებისთვის
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არ გვყავს
11.საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია
12.პროექტის ფასილიტატორი:თამარ კაკაურიძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tkakauridze@posta.ge
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი. ბლოგი: